ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ათწლიან მაქსიმუმზეა. მხოლოდ ბოლო ერთ წელში სავაჭრო ბრუნვა 7.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ წლის იანვარ-მაისში ევროკავშირ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 1 მილიარდ 896 მილიონი დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ბრუნვაში უდიდესი წილი - 85% იმპორტზე მოდიოდა. ასე მაგალითად, 2025 წლის ხუთ თვეში ევროკავშირიდან 1 მილიარდ 736 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიტანეთ, რაც წინა წელთან შედარებით 2.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, შემდეგ პოზიციაზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მას მოსდევს
დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, სატვირთო ავტომობილები და სატელეფონო აპარატები. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს. 2025 წლის იანვარ-მაისში მართალია წლიურად 59%-ით გაიზარდა, თუმცა წილი სავაჭრო ბრუნვაში კვლავაც დაბალია. მაგალითად, წელს თუ ევროკავშირში ექსპორტზე მხოლოდ 267 მლნ დოლარის ქართული წარმოების პროდუქტი გავიტანეთ. რაც შეეხება ძირითად საექსპორტო პროდუქციას. ამ ჩამონათვალში მოხვდა ძვირფასი ლითონის მადნები,
ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები, თხილი და კაკალი. ასევე
სასუქები მინერალური ან ქიმიური.