კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - Palitra News

კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს

2025-07-10 14:11:47+04:00

კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, კიევის გოლოსევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკს, ივან ვორონიჩს 5-ჯერ ესროლა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.