რუსეთმა კიევს რაკეტებით და დრონებით მასიურად შეუტია - შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 16 კი მძიმედ დაშავდა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად 8 რაიონი დაზარალდა. უკრაინის შინაგან საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ შეტევის შედეგად საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, კომერციული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.