აბუ-დაბიში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს - Palitra News

აბუ-დაბიში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს

2025-07-10 12:37:56+04:00

აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, - გავრცელებული ინფორმაციით, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის მიზანს სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაზე მუშაობა წარმოადგენს. სამშვიდობო პროექტზე შეთანხმების შემდეგ ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი ოფიციალური შეხვედრაა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში 9 ივლისს ჩავიდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა.