ილიადა ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი პოეტის , ჰომეროსის ეპიკური პოემაა, წიგნი ევროპაში დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბერძენ გმირებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეთხზული ამბები - Palitra News

ილიადა ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი პოეტის , ჰომეროსის ეპიკური პოემაა, წიგნი ევროპაში დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბერძენ გმირებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეთხზული ამბები

2025-07-10 10:53:18+04:00

ილიადა ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი პოეტის , ჰომეროსის ეპიკური პოემაა. წიგნი ევროპაში დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული ბერძნული ლიტერატურის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია, რომელსაც საფუძვლად უდევს ბერძენ გმირებზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეთხზული ამბები.

________________________________________________________________

პოემაში აღწერილია ტროას ომი, კერძოდ, ომის მეათე წელს მომხდარი ამბავი და იწყება კონფლიქტით, რომელიც იფეთქებს ბერძენთა ორ უმთავრეს წინამძღოლს შორის. ერთი აგამემნონია, სახელოვანი მხედართმთავარი და განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ავტორიტეტი, მეორე კი აქილევსია, ბერძენთა მთავარი გმირი. წიგნის სიუჟეტი სულ რამდენიმე კვირას გრძელდება, თუმცა პოემა ომამდელ ამბებსა და ომის მიმდინარეობის სრულ სურათს მოიცავს. რა შედეგები მოუტანა საბერძნეთს ორ გმირს შორის კონფლიქტმა და როგორ შეცვალა ომის ხასიათი, როგორ განაგებენ ყველაზე ძლევამოსილთა ბედს ღმერთები და ზოგადად რა არის ომი...

________________________________________________________________

მიუხედავად იმისა , რომ ჰომეროსის შესახებ ძალიან მწირმა ინფორმაციამ მოაღწია ჩვენამდე , მისი დაბადების სავარაუდო დროდ ძვ. წ. VIII საუკუნეს ვარაუდობენ. უცნობია ასევე მისი დაბადების ადგილიც ისევე როგორც მისი ცხოვრების შესახებ სხვა მრავალი ინფორმაცია. ზოგიერთ წყაროში ჰომეროსი აღწერილია როგორ ბრმა მომთაბარე მგოსანი. მისი ეპოსები არა მხოლოდ მხატვრული ღირებულებით გამოირჩევიან, არამედ მნიშვნელოვან კულტურულ, რელიგიურ და ისტორიულ ინფორმაციასაც შეიცავენ ძველი საბერძნეთის შესახებ.

ილიადასთან ერთად ჰომეროსის შემოქმედებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები ოდისეა წარმოადგენს , რომელიც აღწერს ოდისევსის 10-წლოვან მოგზაურობას ტროას ომიდან შინ, იტაკაზე.

საუკუნეების განმავლობაში მისი ნაწარმოებები იყო ბერძნული განათლების საფუძველი და დღემდე მსოფლიოს ლიტერატურის კლასიკად ითვლება.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.