აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთმანეთს დღეს შეხვდებიან - მედია ორი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრის მიზანი სამშვიდობო შეთანხმების ეფექტიანად დასრულებაა. სამშვიდობო პროექტზე შეთანხმების შემდეგ ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი ოფიციალური შეხვედრაა. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღი 2023 წლის სექტემბერში დაიბრუნა.