რუსეთმა მოსკოვის ოლქში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი ქვეყნიდან გააძევა. - ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელს რამდენიმე დღის წინ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, ახლა კი ის სამშობლოში ბრუნდება. ორ ქვეყანას შორის მიმდინარე დაძაბულობა 28 ივნისს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. საქმე 27 ივნისის რეიდების დროს ორი აზერბაიჯანელის მკვლელობას ეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც რუსეთის საქმეთა დროებით რწმუნებულს საყვედური გამოუცხადეს. სამინისტროს განცხადებით, რეიდების შედეგად, რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.