ორად გაყოფილი ოპოზიცია და მეხუთე პრეზიდენტის პოზიცია - ვის რა შეხედულება აქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაჟღერებულ გზავნილებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მიესალმება. მიაჩნიათ, რომ მიმდინარე პროცესებში ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ მეხუთე პრეზიდენტის პოზიცია დაგვიანებულია, რადგან პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებთან მიმართებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ. სალომე ზურაბიშვილს გზავნილს იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციაში დაპირისპირების გასაჩენად იყენებს.