რუსებმა კიევზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, დაშავებულია 13 ადამიანი - Palitra News

რუსებმა კიევზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, დაშავებულია 13 ადამიანი

2025-07-10 08:21:59+04:00

რუსებმა კიევს რაკეტებით და დრონებით მასიურად შეუტიეს, უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმების ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად ექვსი რაიონი დაზარალდა, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებს, ავტომობილებს, საწყობებს, საოფისე შენობებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 13 ადამიანი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 7 დაშავებულის შესახებ.