აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახის სურვილით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აპარატულ სუნთქვაზე მყოფი თორნიკე რიჟვაძე თურქეთში საჰაერო გზით, ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე საუბრისას ოპოზიცია ქართული ოცნების დანაშაულებრივ პოლიტიკაზე მიუთითებს, ხელისუფლება კი სიძულვილის ენის, როგორც ეროვნული პრობლემის შესახებ საუბრობს.