სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ “თალიბანის” ლიდერების დაკავების ორდერები გამოსცა - Palitra News

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ “თალიბანის” ლიდერების დაკავების ორდერები გამოსცა

2025-07-09 12:42:15+04:00

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ “თალიბანის” ლიდერების დაკავების ორდერები გამოსცა. ჰააგის სასამართლო აღნიშნავს, რომ “თალიბანის” უზენაესი ლიდერი და ავღანეთის მთავარი მოსამართლე, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი არიან. კერძოდ,ითვლება, რომ ავღანეთის ორივე ლიდერი გენდერული ნიშნით გოგონების, ქალებისა და სხვა პირების დევნაში იყვნენ ჩართული, რაც გენდერთან, გენდერულ იდენტობასთან და თვითგამოხატვასთან მიმართებით “თალიბანის” პოლიტიკას არ შეესაბამება. აღნიშნულია, რომ “თალიბანმა” სახელმწიფო პოლიტიკა გაატარა, რომლის შედეგია ავღანეთის სამოქალაქო მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევები, რაც მკვლელობებს, დაპატიმრებებს, წამებას, გაუპატიურებებსა და გაუჩინარებებს უკავშირდება.