რა გზავნილები აქვთ ევროდეპუტატებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში - Palitra News

რა გზავნილები აქვთ ევროდეპუტატებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

2025-07-09 12:37:48+04:00

ვიდრე ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს კენჭს უყრის, მანამდე ევროდეპუტატებმა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მოსაზრებები გაცვალეს. ევროპარლამენტარების ნაწილი ქართული ოცნების წევრების მიმართ მკაცრი სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან. როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ, ხედავენ ქართველი ხალხის ბრძოლას და აღიარებენ მათ ცხად სურვილს, გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ. ევროდეპუტატებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებით, რომლებსაც საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. მათი თქმით, ანგარიში, რომლის მიღებასაც ევროპარლამენტი დღეს გეგმავს, ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ევროპარლამენტის მორიგ ანგარიშს შეფასებები მოჰყვა თბილისშიც. რა გზავნილები აქვთ ევროდეპუტატებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში?!