კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან - Palitra News

კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

2025-07-09 09:53:50+04:00

კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ბოლო ინფრომაციით, ათეულობით ადამიანი ევაკუირებულია. უცხოური მედია იუწყება, რომ ხანძრის გამო 18 000-ზე მეტი ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დამწვარია 3 000-ზე მეტი ჰექტარი. ხანძრის ჩასაქრობად 300-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ძლიერი ქარი ართულებს ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის გამო ახლომდებარე ქალაქებში სახლებიდან გასვლა აკრძალულია.