თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექს ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - Palitra News

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექს ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

2025-07-09 09:47:11+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. საქმის პროკურორმა მომხდარის ზოგად დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ გასროლა მოხდებოდა, სტუმრები ე.წ. ფანჩატურში იმყოფებოდნენ. რაც შეეხება რიჟვაძის წერილს, მისი თქმით, წერილი კლინიკიდან გამომძიებელმა რიჟვაძის ტანსაცმელთან ერთად ამოიღო. ალექსი ახვლედიანის ადვოკატი ლალი აფციაური კი აცხადებს რომ თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა მთავარ პროკურატურას ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმართეს.