პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოინახულა. კობახიძესთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი. როგორც კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ის დაინტერესებულია ყველა დეტალით და მისი მხრიდან საქმესთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული. ბოლო ცნობებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტი კონტაქტურია, ადეკვატურია და ასრულებს მარტივ დავალებებს.