ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმის მოწმე პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მას აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო. თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით კითხავენ პოლიციელს, რომელსაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. მან დეტალურა გაიხსენა 3 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დეტალები.