ლალი აფციაური - დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება - დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა - Palitra News

ლალი აფციაური - დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება - დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

2025-07-08 15:42:47+04:00

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტს ყველა ტიპის კვლევა უტარდება. რაც შეეხება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომლის სახლშიც, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, ბრალს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვისს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.