საპატიმროში მყოფი 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ორად გაყოფილი ოპოზიცია და ადგილობრივი არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გარეშე - ასეთია ვითარება მოახლოებული მუნიციპალური არჩევნების წინ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მითუმეტეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობის გარეშე ქართული ოცნებასთან გარიგებაში შესვლის ტოლფასი იქნება. თავის მხრივ, მიუხედავად „ქართული ოცნების“ უარისა, ეუთო/ოდირი მზაობას გამოთქვამს მოწვევის შემთხვევაში, საქართველოში სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს.