სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენამ მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა - Palitra News

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენამ მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა

2025-07-08 12:36:49+04:00

1. სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენამ მსახიობ ლიანა მიქაშავიძის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. საიუბილეო ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო რეალურ ისტორიებზე შექმნილი თეატრალიზებული წარმოდგენა. სცენაზე გაცოცხლდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორიის არაერთი ეპიზოდი. ასევე მოეწყო მსახიობის წიგნის „სოხუმის თეატრი გისმენთ“ პრეზენტაცია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო