„მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, თამარ კინწურაშვილს „დოიჩე ველეს“ სიტყვის თავისუფლების ჯილდო გადაეცა. თამარ კინწურაშვილის განცხადებით, ჯილდოს მიღება მისთვის და მისი გუნდისთვის - ჟურნალისტებისთვის, დეზინფორმაციის ექსპერტებისთვის და მკვლევრებისთვის - საპატიოა და ეს პატივი საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს ეკუთვნის. მედიის განვითარების ფონდის დირექტორმა ასევე ისაუბრა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და ქართული ოცნების ქმედებები, მათ შორის ბოლო დროს მიღებული კანონების კონტექსტში გააკრიტიკა.