ორად გაყოფილი ოპოზიცია და ადგილობრივი არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გარეშე - რას აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები - Palitra News

ორად გაყოფილი ოპოზიცია და ადგილობრივი არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გარეშე - რას აპირებენ ხელისუფლების ოპონენტები

2025-07-08 12:29:17+04:00

საპატიმროში მყოფი 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ორად გაყოფილი ოპოზიცია და ადგილობრივი არჩევნები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გარეშე - ასეთია მოახლოებული მუნიციპალური არჩევნების ირგვლივ არსებული მოცემულობა. თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე ოპოზიციამ ერთსულოვნება საბოლოოდ, ვერ შეინარჩუნა. "უარი რუსულ სპეცოპერაციას!" - ამ გზავნილით 8 ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო ორგანიზაციები 19 ივლისს 19:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება. თავის მხრივ, მიუხედავად ქართული ოცნების უარისა, ეუთო/ოდირი მზაობას გამოთქვამს მოწვევის შემთხვევაში, საქართველოში სადამკვირვებლო მისია გაგზავნოს. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები მუნიციპალურ არჩევნებზე ბოიკოტის იდეას ემხმრობიან და ახალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობენ.