კენიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. - ქვეყნის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის ცნობით, კენიის მასშტაბით ანტისამთავრობო დემონსტრაციების შედეგად, სულ მცირე, 29 დაშავდა. მედიის ცნობით, აქტივისტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა. 1990 წლის 7 ივლისიდან დღემდე ყოველწლიურად კენიაში ათასობით ადამიანი მრავალპარტიული მმართველობის მოთხოვნით იკრიბება.