კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან - პაულსის მთებში უკვე 150 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა - Palitra News

კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან - პაულსის მთებში უკვე 150 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა

2025-07-08 09:51:53+04:00

კატალონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. - შედეგად, პაულსის მთებში უკვე 150 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა. დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაშველები ხანძრის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. ხანძრის გამო ახლომდებარე ქალაქებში მოსახლეობას სახლებიდან გამოსვლა აეკრძალა. ამ დრომდე ევაკუირებულია ათეულობით ადამიანი. სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 75 ბრიგადა მონაწილეობს, თუმცა მათი მუშაობა ძლიერი ქარის გამო გაჭირდა. ცეცხლის ქრობის პროცესში სპეციალური თვითმფრინავები უკვე ჩართულია.