ქარიშხალი ტაივანში - სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა და 630-ზე მეტი კი დაშავდა - Palitra News

ქარიშხალი ტაივანში - სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა და 630-ზე მეტი კი დაშავდა

2025-07-08 09:50:55+04:00

ქარიშხალი ტაივანში - სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა და 630-ზე მეტი კი დაშავდა. დასავლური მედიის ცნობით, მსგავსი სიძლიერის ქარიშხლები კუნძულის მჭიდროდ დასახლებულ დასავლეთ სანაპიროზე იშვიათი შემთხვევაა. მათივე ცნობით, ტაივანს ტაიფუნები რეგულარულად აზიანებს, თუმცა ის ძირითადად წყნარი ოკეანისკენ მიმართულ მთიან და მეჩხრად დასახლებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე ხდება. სტიქიის გამო, სანაპირო ზოლთან ახლოს ბიზნეს ობიექტები და სკოლები დაიხურა, ქარიშხალმა საათში დაახლოებით 220 კილომეტრ სიჩქარეს მიაღწია. მედიის ცნობით, ქარიშხლის შედეგად, 710 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგია გაეთიშა და 300-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გაუქმდა.