ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურებიან. ისინი მომხდარის მიღმა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს საქმის გამოძიებისკენ და ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ. თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.