უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთში, ბოლო 10 დღის განმავლობაში, 761 ხანძარი დაფიქსირდა. მათივე ინფორმაციით, ბოლო დღის მონაცემებით, ყველა ხანძარი ჩამქრალი ან კონტროლის ქვეშ იყო მოქცეული, მათ შორის 20 დიდი ხანძარი იზმირის, საკარიას, ჰატაის, ბილეჩიკის, მანისის, სტამბოლისა და ბურსას პროვინციებში. როგორც, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მხოლოდ იზმირში, სადაც ზარალის სრული მასშტაბის შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება, ხანძარმა სულ მცირე 228 სახლი სერიოზულად დააზიანა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც სახლები დაკარგეს, დროებით საცხოვრებლებში განთავსდებიან.