„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, კითხვაზე „ამ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს რომელ პარტიას/პოლიტიკურ ძალას მისცემდით ხმას“ შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართულმა ოცნებამ“ ივნისის მონაცემებით მიიღო 35.8%, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ 18%; „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16.6%; „ძლიერმა საქართელომ“ 9.5%; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ 10%. ამასთანავე, გამოკითხულთა 72% ადასტურებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის თანახმად, “ქართული ოცნების“ პირობებში, ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი მოსახლეობის 46%-ს არ აქვს.