ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „ლელო - ძლიერი“ საქართველოს წევრების მოსაზრებები ორად გაიყო. ანა ნაცვლიშვილი, საბა ბუაძე, დეა მეტრეველი, გიორგი უშიკიშვილი და თეონა დოლენჯაშვილი გაემიჯნენ პარტიის ლიდერებსა და იმ კოლეგებს, რომლებიც მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. ამავე დროს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ყველა იმ მოქალაქის ღალატია, ვინც „ქართული ოცნების“ წინაარმეგ იბრძვის. ვიდრე ოპოზიცია ამ თემაზე ვერ თანხმდება, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი ოპონენტები გარე დირექტივებით იმოქმედებენ - უფრო მეტიც, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად ემზადებიან.