საქართველოს პროკურატურამ თბილისში, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული რამიშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა და ამ ინციდენტს თავად ბრალდებული პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირებს. ამავდროულად კი მომხდარს პოლიტიკური მხარეები გამოეხმაურნენ.