აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს შანსი, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწიონ - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს შანსი, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწიონ

2025-07-07 15:50:42+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობს შანსი, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ამ კვირაში მიაღწიონ. მისი თქმით, აშშ ისრაელთან ერთად, მუშაობს ირანთან შეთანხმებაზე, ტრამპს მეტ დეტალზე არ უსაუბრია. სწორედ აღნიშნული თემის ფარგლებში დაგეგმილია თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის შეხვედრა. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნება და იმ საფრთხის მოხსნა, რასაც ისრაელი „ჰამასს“ უქმნის.