კახეთის რეგიონში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ამჯერად, თეა ახვლედიანმა შეხვედრები გამართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ 4 სოფელში. საუბარი შეეხო ჯანდაცვისა და დასაქმების საკითხებს.