აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება.სამედიცინო დაწესებულებაში თორნიკე რიჟვაძე ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოინახულეს. თავდაპირველად რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალში , გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ერთი პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანია დაკავებული. მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.