თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრების მოსაზრებები ორად იყოფა. ანა ნაცვლიშვილი , საბა ბუაძე, დეა მეტრეველი, გიორგი უშიკიშვილი და თეონა დოლენჯაშვილი გაემიჯნენ პარტიის ლიდებსა და იმ კოლეგებს, რომლებიც მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობას მართებულად მიიჩნევენ. პოზიციას არ იცვლიან კოალიცია ცვლილებისთვის და ნაციონალური მოძრაობა. მათი შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ღალატია ყველა იმ მოქალაქიის, ვინც ქართული ოცნების წინაარმეგ იბრძვის. ვიდრე ოპოზიცია საკითხზე შეთამხმებას ვერ ახერხებს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპონენტები გარე დირექტივების მიხედვით იმოქმედებენ, უფრო მეტიც, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის ემზადებიან.