„გადამდგარი ელჩის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს და ამის ინტერესი არ გაგვაჩნია“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დასმულ კითხვას აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც დიპლომატმა ექსკლუზიურად „რადიო თავისუფლებას“ მისცა. ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან არასაჯარო წერილი მიიღო, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული. დანიგანმა “რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომრომ მას ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა სურდა, რადგან “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, თუმცა ინიციატივაზე საელჩომ უარი მიიღო.