ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის, სულ მცირე, 28 ბავშვია. კერის ოლქის შერიფის ინფორმაციით, მდინარე გუადა ლუპეს ნაპირზე მოწყობილი ქრისტიანული საზაფხულო ბანაკიდან 11 მოზარდი და ბანაკის ხელმძღვანელი კვლავ დაკარგულად ითვლებიან. შერიფის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის 18 ზრდასრულისა და ოთხი ბავშვის ცხედარს იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზა უტარდება. ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს მოხდა.