აშშ-ის ელჩის საქართველოში რობინ დანიგანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“. „რადიო თავისუფლების“ მიცემული ინტერვიუსას, დამაზუსტებელ კითხვაზე, იკითხა თუ არა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა აღნიშნული გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, ელჩმა განაცხადა: „ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“. - ამერიკელი დიპლომატის გზავნილების მთავარ აქცენტებს.