თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრებს შორის პოზიციების შეთანხმება ვერ ხერხდება. კოალიციის პოლიტსაბჭო ანა ნაცვლიშვილმაც დატოვაა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საბა ბუაძე, დეა მეტრეველი, გიორგი უშიკიშვილი და თეონა დოლენჯაშვილი გაემიჯნენ. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ კოალიცია ,,ცვლილებისთვის" წევრები. თუმცა ოპოზიციის რიგებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებს განიხილავენ როგორც დამატებით მექანიზმს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.