აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილ თორნიკე რიჟვაძეს, გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ერთი პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანია დაკავებული.