ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პარტნიორებთან თავდაცვისა და აღდგენის სფეროში მოსალოდნელი ახალი შეთანხმებების გამო - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პარტნიორებთან თავდაცვისა და აღდგენის სფეროში მოსალოდნელი ახალი შეთანხმებების გამო

2025-07-07 09:36:42+04:00

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პარტნიორებთან თავდაცვისა და აღდგენის სფეროში მოსალოდნელი ახალი შეთანხმებების გამო. 10-11 ივლისს, რომში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია ჩატარდება. ასევე 10 ივლისს ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი რომიდან დისტანციურად დაესწრება.