ბრაზილიაში „ბრიკსის“ სამიტი იმართება. წლევანდელი რიგით მე-17 სამიტი რიო დე ჟანეიროში ტარდება. წლევანდელ სამიტს რუსეთის პრეზიდიდენტი ვლადიმერ პუტინი დისტანციურად ესწრება. ამის მიზეზი კი 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინზე გაცემული დაკავების ორდერია. ბრაზილია კი ჰააგის სასამართლოს წევრია. სამიტს ასევე არ ესწრება ჩინეთის პრეზიდენტი. როგორც, პუტინმა ლიდერებს სამიტზე განუცხადა, ლიბერალური გლობალიზაციის ერა მოძველებულია და მომავალი სწრაფად მზარდ განვითარებად ბაზრებს ეკუთვნის, რომლებმაც ვაჭრობისთვის მათი ეროვნული ვალუტის გამოყენება უნდა გააძლიერონ. მანამდე პუტინის თანაშემწემ, განაცხადა, რომ ბრაზილიის მთავრობამ მკაფიო პოზიციის დაფიქსირება ვერ შეძლო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა.