აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მსგავსი წერილის გამოგზავნით ხალხი ძალიან გაოცებული იყო. ,, მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“, - აღნიშნავს ელჩი.