,,ლელო -ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭო ანა ნაცვლიშვილმაც დატოვა. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას საბა ბუაძე, დეა მეტრეველი, გიორგი უშიკიშვილი და თეონა დოლენჯაშვილი გაემიჯნენ. კოალიცია ,,ცვლილებისთვის" წევრები მიიჩნევენ რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური თვითლიკვიდაციის ტოლფასია. მათივე თქმით, ,,ლელო-ძლიერი საქართველო" როგორც კოალიცია აღარ არსებობს, რადგან ის ყველა ღირსეულმა ადამიანმა დატოვა.