ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა - Palitra News

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა

2025-07-05 19:52:05+04:00

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რეზოლუციაში არსებული მოწოდებები ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გაიზიარონ და საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ მთავარი არის არა ე.წ. "უცხოელი ბიუროკრატების" შეფასება, არამედ მოსახლეობაში არსებული განწყობა და შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, რომელსაც, მათივე შეფასებით, ქართული საზოგადოება ობიექტურად ხედავს.