საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს - Palitra News

საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

2025-07-03 13:40:32+04:00

საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს. PMCG-ის კვლევაში რამდენიმე საინტერესოა მიგნებაა მოცემული. ასე მაგალითად, ამ წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, თითქმის უცვლელი დარჩა, თუმცა გასული წლის მაისთან შედარებით1.5%-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 991 803 პირი შეადგინა. მიუხედავად რაოდნეობის ზრდისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ხელფასის მიმღებთა რაოდენობის ზრდის ტემპი წლიურად 2.8 პროცენტული პუნქტით შენელდა. წინა წელთან შედარებით, ყველაზე მეტად გაზრდილია იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ ყოველთვიუს ხელფასს. შარშანდელთან შედარებით ზრდამ თითქმის 5% შეადგინა. ხელფასის ოდენობის მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა კი ასე ნაწილდება. 0-დან 599-ლარამდე ხელფასი 125 ათას ადამიანს აქვს, რაც ხელფასის მიმღებთა 13%-ია. 600-დან 1199-ლარამდე ყოველთვირ ხელფასს 203 ათასი ადამიანი იღებს. ესეც 20% ხელფასის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან. 1200-დან 2400-ლარამდე ხელფასი ერიცხება 32%-ს, რაც რაოდენობრივად 348 ათასი ადამიანია. ხოლო 316 ათას პირს, 2400 ლარზე მეტი ხელფასი აქვს, რაც ხელფასის მიმღებთა 35%-ია.