ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი დააკავეს. მედიის ცნობით, მასთან ერთად მისი შვილიც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია. შიხლინსკის შვილის თქმით, დაკავებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აწარმოებდა. დიასპორის ლიდერის დაკავების პარალელურად, აზერბაიჯანში სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქეების ორ ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებას ბრალი წაუყენეს ირანიდან ნარკოტრანზიტში, ონლაინ ნარკოტრეფიკინგსა და კიბერთაღლითობაში. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება გრძელდება და დამატებითი თანამზრახველების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. 28 ივნისს ბაქომ მოსკოვს ორი აზერბაიჯანელის მკვლელობის გამო, ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა რაც, ოფიციალური ინფორმაციით, 27 ივნისის რეიდებისას მოხდა. მალევე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ ყველა რუსული კულტურული ღონისძიება გააუქმა, ხოლო 30 ივნისს პოლიცია ბაქოში რუსული მედიის, Sputnik-ის ოფისში შეიჭრა და შვიდი პირი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა.