საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

2025-06-27 09:31:31+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. სესიის ბოლო პლენალურ სხდომაზე ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს. კობახიძის მოხსენების შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. სხდომის ბოლოს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება. მთავრობის მეთაურის ანგარიშთან მოახლოებულ წარდგენას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერის ანგარიშისგან განსაკუთრებულს არაფერს ელიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ირაკლი კობახიძე შეეცდება ისაუბროს იმ მოვლენებზე, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების ალტარნატიული რეალობა იქნება.