უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება შედგა - Palitra News

უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება შედგა

2025-06-26 12:49:47+04:00

უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება შედგა. - 24 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გენერალურ მდივანს სპეციალური ტრიბუნალის შექმნის უფლებამოსილება მიანიჭა. უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის გაფორმებული შეთანხმება მიზნად რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიისა და დანაშაულების სრულყოფილად გამოძიებას ისახავს. თუმცა დამნაშავე პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საბოლოო განაჩენის გამოტანა შესაძლებელი მხოლოდ მათი თანამდებობების დატოვების შემდეგ გახდება. შეთანხმებას ევროპელი ლიდერებიც ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა მზარდია.