სიკვდილი აუზთან ცნობილი ინგლისერი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია, წიგნის ორიგინალი 1946 წელს გამომცემლობა Dodd, Mead and Company-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა - Palitra News

სიკვდილი აუზთან ცნობილი ინგლისერი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია, წიგნის ორიგინალი 1946 წელს გამომცემლობა Dodd, Mead and Company-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა

2025-06-26 10:23:55+04:00

სიკვდილი აუზთან ცნობილი ინგლისერი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1946 წელს გამომცემლობა Dodd, Mead and Company-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.

_________________________________________________________________

წიგნის სიუჟეტში მოთხრობილია წარმატებული ექიმის ჯონ კრისტოუს შესახებ , რომელიც ახალ სამკურნალო მეთოდებზე მუშაობს. მიუხედავად კარიერული წარმატებისა, ის უკმაყოფილოა პირადი ცხოვრებით. მისი ცოლი, გერდა, მორცხვი და უემოციო ქალია, რომელსაც ჯონი პატივს არ სცემს — ისინი დაძაბულ ურთიერთობაში არიან.

ერთ შაბათ-კვირას, წყვილი მიემგზავრება აგარაკზე, ცნობილზე როგორც The Hollow , სადაც მათ მდიდარი და ექსცენტრიული ანგკატელების ოჯახი მასპინძლობს. სტუმრებს შორის იმყოფებიან ჯონის ყოფილი საყვარელი ვერონიკა კრეი და ჯონის ახლო მეგობარი ჰენრიეტა სევერნაკი.

ვიქენდის ერთ დილას, აუზთან, ჯონის მოკლულს პოულობენ ,გულში ნასროლი ტყვიით. მის ცხედართან ახლოს კი გერდას , იარაღით ხელში. ყველა შოკშია. ერთი შეხედვით ყველაფერი ისე გამოიყურება თითქოს, სწორედ მან მოკლა საკუთარი ქმარი, მაგრამ ბევრი გარემოება იძლევა ეჭვის საფუძველს:

გამოცდილი მეძებარი ერკიულ პუარო, რომელიც ახლო-მახლო ცხოვრობს შემთხვევით ხდება მოწმე , მკვლელობის შემდეგი წუთებისა. პუაროს ამჯერადაც მოუწევს ჩახლართული საქმისთვის ნათელის მოფენა და ნამდვილი მკვლელის ვინაობის გამოტანა სააშკარაოზე.

__________________________________________________________________

ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.

მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.

აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.

აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2025 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.