ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, გამოქვეყნდა ჰააგის სამიტის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს გაწვერიანების შესახებ არაფერია ნათქვამი - Palitra News

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, გამოქვეყნდა ჰააგის სამიტის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს გაწვერიანების შესახებ არაფერია ნათქვამი

2025-06-26 09:34:17+04:00

ნატოს სამიტი საქართველოს გარეშე - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, გამოქვეყნდა ჰააგის სამიტის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს გაწვერიანების შესახებ არაფერია ნათქვამი. გასული წლებისგან განსხვავებით, ნატოს სამიტზე საქართველო არც პრემიერ-მინისტრის და არც მინისტრების დონეზე წარმოდგენილი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სახეზეა ქვეყნის იზოლირება იმ დასავლური ორგანიზაციებისგან, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტები არიან. ჰააგის სამიტზე მიღებულ კომუნიკეს გამოეხმაუარა ქართული ოცნება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ რომ დოკუმენტში საქართველოს არ ხსენება იმით აიხსნება, რომ უკრაინის ომის ფონზე ნატოს მოტივაცია გაფართოებასთან დაკავშირებით შემცირებულია.