რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მორიგი აქცია გაიმართა - Palitra News

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მორიგი აქცია გაიმართა

2025-06-26 09:33:22+04:00

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო მორიგი აქცია გაიმართა - დემონსტრაციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტეს. უწყვეტი პროტესტის 210-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. ამავდროულად, საპროტესტო აქცია გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველ ოფისთან, საიდანაც მოგვიანებით, მომიტინგეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა მოქალაქეებმა დაკავებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.